August 2010

Downtown race in Tbilisi 02.07.2010

August 11, 2010 - 9:16pm -- admin_2
წელს სპორტის კვირეულში კავშირგაბმულობა მაგთის და თბილისის მერიის მხარდაჭერით პირველად გაიმართა შეჯიბრი სიმაღლიდან დაშვებაში (დოუნთაუნი) ქალაქის ძველ ქუჩებში მეიდანის მოედანზე. მონაწილეობა მიიღეს გამოცდილმა სპორცმენებმა და მათ შორის ზოგმა მოყვარულმა. 30 მონაწილიდან გამოვლინდა გამარჯვებული ლუკა ელოშვილი.

Demonstration 16.07.2010

August 11, 2010 - 9:32pm -- admin_2
ჯეორაიდერებმა მსვლელობა მოვაწყვეთ  ჭავწავაძიდან ვაკის პარკისკის მიმართულებით,  ბუნების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. პროექტს ხელმძღვანელობდა მწვანეთა ორგანიზაცია და ევრო საბჭო.
Tags: 

Borjomi lion mountain ride 10.07.2010

August 11, 2010 - 9:38pm -- admin_2
ტურიზმის დეპარტამენტის და ბორჯომის ტყეპარკის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული იქნა ველო მსვლელობა ბორჯომ ხარაგაულის ტყეპარკში. ბილიკის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ჯეორიდერებმა და ექსტრემალების თავმჯდომარემ ლუკა ელოშვილმა. გასავლელი იყო 22 კმ მთაში 14 კმ აღმართი და დანარჩენი დაღმართი. ზღვის დონიდან ავედით 1900 მეტრ სიმარლეზე ლომის მთაზე და ვიწრო ბილიკებით დავეშვით დაბლა. ტური გამოვიდა სასიამოვნო და ძალზედ ექსტრემალური.
Tags: 

Mountain bike trip in Tbilisi

August 11, 2010 - 9:48pm -- admin_2
24 ივლის ჯეორიდერები უცხოელ სტუმარტან ერთად გავემართეთ კოჯრის მიმართულებით. გზადაგზა რამოდენიმეჯერ შევჩერდით და გადავიღეთ სურათები. ვილაპარაკეთ შემდგომ მარშრუტებზე და გადავწყვიტეთ შემდგომ კვირას ბორჯომში გამგზავრება.

Mountain bike trip to the Borjomi Kakhisi Lake

August 11, 2010 - 10:07pm -- admin_2
30 ივლის ჯეორიდერები დავით ჩოხელი, გიგა, მამუკა, გიორგი, თორნიკე, გოგა და  სტუმარი ხაიმი გავემართეთ ბორჯომის რაიონში მიკრო ავტობუსით. სიბნელე იკო როცა ჩავედით და დავბანაკდით იმ ღამით ბორჯომის პარკში გოგირდის ბასეინებთან სერნებზე. გავშალეთ კარვები დავანთეთ ცეცხლი, ვივახშმეთ და ვიბანავეთ გოგირდის ბასეინში. მეორე დილით ვიცურავეთ ბასეინში და გავემართეთ მთის ველოსიპედებით სოფელ ჩობისხევში, საიდანაც დაიწყო 14 კმ აღმართი უსწორმასწორო მიწიანი რელიეფი. ვიარეთ მთაში 5 საათი და ბოლოს მივედით სოფელში სადაც 4-5 ოჯახი ცხოვრობს, სოფელი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. ამ სოფელში მცხოვრებთ 50 წელიწადია შუქი არავის უნახავს. საღამო იყო როცა ავედით, საკმაოდ ციოდა მიუხედავად იმისა, რომ თბილიში პაპანაქება სიცხე იყო ამ დროს. იმ სოფელში ერთი ბებო ცხოვრობდა რომელიც გაგვიმასპინძლდა და ბიჭებს თბილი ქურთუკები ათხოვა. იმ საღამოს კარვები გავშალეთ კახისის ულამაზესი ტბის ნაპირას და დავანთეთ კოცონი, მივირთვით ბებოს შემწვარი კარტოფილი და გამომცხვარი ხაჭაპური. იმ ღამეს ისე ციოდა ლამის კარვებში გავიყინეთ. კახისის ტბის გარშემო მდებარეობს სამი ულამაზესი პატარა ტბა. ერთი ტბა არის გოგირდოვანი და მეორე ტბას შუაგულში აქვს კუნძული. მეორე დილით ჩავედით ტბაში და კარგად ვიცურავეთ ბიჭებმა. ტბაში შეინიშნებოდა უამრავი თევზი. ავშალეთ კარვები და გავემგზავრეთ ალპური ზონის მიმარტულებით მთის მწვერვალისკენ 2600 მეტრი ძღვის დონიდან, საიდანაც გადავედით ბილიკების გავლით ბაკურიანში და დავეშვით ისევ ბორჯომისკენ. მტის წვერიდან ცანდა ბორჯომის ტყეს მოკიდებული ცეცხლის კვამლი. გვიან საღამოს გამოვემართეთ თბილისისკენ მიკრო ავტობუსით. ამ სამ დღეში უამრავი რამის ნახვა მოვასწარით თქვენ შეიძლება ვერც კი წარმოიდგენთ.
Tags: 

Manglisi rockdoor monastry ride 7.08.2010

August 11, 2010 - 10:14pm -- admin_2
7  აგვისტოს ჯეორიდერები წასული ვიყავით ორი დღით თეთრიწყაროს რაიონში დაბა მანგლისში. საღამო იყო როცა ჩავედით მიკრო ავტობუსით. შუა ღამისას დავიძარით ველოსიპედებით ალპურ ზონისკენ ღამის ფარნებით. ავედით მწვერვალზე მოვნახეთ ლამაზი ადგილი და გავშალეთ კარავი. ცა იყო ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი და ვაკვირდებოდიტ ვარსკვლავთა ცვენას, სიჩუმე იდგა და ისმოდა მხოლოდ ჭრიჭინების ჭრიჭინი. მეორე დილით გავემგზავრეთ მანგლისის დაცულ ტერიტორიაზე ველოსიპედებით. მანამდე ვიცურავეთ ბურატინოს ტბაში ცოტა გავგრილდით და დავგეგმეთ 10 კილომეტრიანი მარშრუტი, რადგანაც დრო არ გვრჩებოდა იმის რომ კლდეკარის მონასტერში გადავსულიყავით. მარშრუტი გამოგვივიდა ძალიან საინტერესო და ლამაზი სანახავი. ვიარეთ მდინარეებში და დაბურულ წიწვოვან ტყეში. საღამოს მარშრუტიდან  დაბრუნებისას ვიბანავეთ მდინარეში და გამოვემარტეთ მიკრო ავტობუსით თბილისში. შემდეგში ვგეგმავთ კლდეკარის მონახულებას.

A Night Ride at Kojori in the Caucasus Mountains

August 25, 2010 - 11:07pm -- admin_2
გუშინ წავედი მარტო კოჯორში სპეციალურად საღამოს კუსტბის გავლით ველოსიპედი KONA- თი და საათი და თხუთმეტ წუთიანი სიარულის შემდეგ უკვე კოჯორში ვიყავი რომ დამიღამდა გზაში. ტემპერატურა ველოკომპიუტერზე 18 გრადუს მიჩვენებდა, სასიამოვნოდ გრილოდა ასე რომ სიცხეს არ შევუწუხებივარ და სწრაფად ვიარე. თან წაღებული მქონდა ღამის ძლიერი ნათების ფარნები, ერთი ჩაფხუტზე დავიმაგრე და მეორე ველოსიპედის ვილკაზე და დავეშვი უღრანი ტყის ბილიკებით ყოფილი პიონერთა ბანაკის გავლით მდინარის ნაპირზე დაბლა თბილისისკენ, 17 კმ ვიარე ტყეში უკუნით სიბნელეში მარტომ. გზაში რამოდენიმეჯერ თვალი მოვკარი ჩემგან ახლოს ჩემ ნაცნობ მგელს და ტურებს. ასევე ბევრია  გარეულ კურდღელი ტყეში. წინა კვირას მე და ჩემი მეგობარი ხაიმი ერთად ვიყავით წასული ღამის ველო ტურზე კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის 3 საათზე და ძალიან ექსტრემალური ტური გამოგვივიდა, დავეშვით ბილიკებით და ხედად გადაგვეშალა ღამის განათებული თბილისი. დაუვიწყარი სილამაზე ვიხილეთ.

Jobs

August 16, 2010 - 1:58pm -- admin_2

Volunteer Web Designer

We are currently looking for a volunteer web designer to help maintain and upgrade the Georiders website. We have an exciting project on the cards combining mountain biking and mapping. If you have experience with Wordpress, Drupal, Open Layers, Javascript, and Open Street Map and would like to get involved - please contact us. It is unpaid at the moment but there may be funding further down the line and there may be longer term opportunities for different ways to be involved in the Georiders project as it evolves.