May 2010

Cross Country Mountain Bike Racing in Tbilisi

30 აპრილს ჩატარდა მთის ველოსპორტის სახეობაში შეჯიბრის მეორე ეტაპი. გამოვლინდა გამარჯვებული უფროსი წლოვანების ასაკში პირველ ადგილზე გავიდა გიორგი ნადირაძე, მეორე ადგილზე გავიდა ქუთაისელი სპორცმენი, მესამე ადგილზე კი წინა ეტაპის გამარჯვებული ბესო გავაშელი, მეოთხე ადგილზე გავიდა გიგა ძულიაშვილი. გამარჯვებულებს გადაეცათ სპონსორებისგან დაწესებული ჯილდოები. ასევე უმცროსი წლოვანების ასაკში გამოვლინდა სამი გამარჯვებული. სპონსორები იყვნენ თბილისის მერია, რედბული და ა.შ.  შეჯიბრის გზა იყო ნაწვიმარი და ძალიან ტალახიანი, ისე რომ ბევრი ველოსპორცმენი გამოეთიშა რბოლას. ფაქტიურად საბურავები იჭედებოდა ტალახისგან და აგარ ბრუნავდა. სპორცმენებს უწევდათ ზოგ მონაკვეთში ხელით ტარება ველოსიპედების. შემდეგი ეტაპი გაიმართება მალე.  იმედი გვაქ შემდეგ ეტაპისთვის დავით ჩოხელი დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. მას ამჯერად როგორც ვიცით ხელის ტრამვა აწუხებს.

A Critical Mass Bike Ride from Gudauri to Tbilisi

2 მაის გაიმართა ველო რბოლა გუდაური თბილისის მონაკვეთზე. სადაც მიიღო მონაწილეობა 60-ამდე ველო მოყვარულმა. ველო რბოლას წინ მიუძღოდათ ასოციაცია "ველო-ლიგის" პრეზიდენტი და ძალიან ცნობილი ქართველი ველო მრბოლელი ჯუმბერ ლეჟავა. მთლიანმა მანძილმა შეადგინა 130კმ. გენერალური სპონსორი იყო საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე სპორტული მაღაზია "მაგელანი" და სასტუმრო "გუდაური". ველო რბოლა ჩატარების მიზანი იყო ხელის შეწყობა ჯანსარი ცხოვრებისა და  ველოსიპედების პოპულარიზაციისათვის საქართველოში. ღონისძიება იყო ნებისმიერი მსურველისათვის უფასო. მთავარი იყო გყოლიყო ველოსიპედი. ავტობუსები გავიდნენ დილით 7 საათზე  თბილისიდან გუდაურის მიმართულებით. ღონისძიება იყო კარგად დაგეგმილი, გზაზე რამოდენიმეჯერ შეჩერდნენ და მოეწყო პიკნიკი. 2 მაისს ამინდი დაემთხვა ღრუბლიანი რის გამოც ბევრმა მსურველმა უარი განაცხადა რბოლაში მონაწილეობის მიღებაზე. ნატახტარში მოსულ მრბოლელებს გაუწვიმდათ და დასველდნენ, რის გამოც მოუწიათ ავტობუსში ჩასხდომა და თბილისამდე ავტობუსით მგზავრობა. ზუსტად 7 საათზე შემოვიდნენ თბილიში და რბოლა დასრულდა თავისუფლების მოედანზე.