July 2009

The Udzo Monastery Ride

წინა კვირა დღეს ვიყავით  წასულები უძოს მონასტერში.სტუმრად გვყავდა მშვენიერი ფილიპინელი მანდილოსანი მილინდა.დილით ადრევე გავემგზავრეთ ტყის ვიწრო ბილიკებით უძოს მონასტრისაკენ.გზაში სამი - ოტხჯერ იწვიმა რაც გვიქმნიდა უფრო მეტ ექსტრემალურ განწყობას.მცირე მონაკვეთებში მიწის საფარის სისველის გამო გვიხდებოდა ველიკებიდან ჩამომოქვეითება.ბუნების მკაცრმა ამინდმა მაინც ვერ შეგვიშალა ხელი მონასტერის სანახავად გამგზავრებულ ჯგუფს, რომ უარი გვეთქვა მონასტრის მონახულებაზე. ბუნება იყო ულამაზესი თავისი სიმწვანით,მდინარეები იყო ადიდებული და მოყვებოდა ტბის თევზი.ყველა ვიყავით დიდი შემართებით გამშჭვალულები. მწვერვალზე მიახლოვებისთანავე გავეხვიეთ სქელ ნისლში.მონასტრის დათვალიერების შემდეგ გავშალეთ პიკნიკი ბუნებაში.დავკრიფეთ ტყის სოკო,დავიჭირეთ გზადაგზა თევზი, შემდგომში შევწვით ეს ყველაფერი და გემრიელად შევექეცით. .Georgia 2009 may (20)

A Ride at the Manglisi Resort

წინა კვირა დრეს მთის ველო ბაიკერები ვიყავით ველოსიპედებით წასულები მანგლისში. ამინდი იყო შესანიშნავი რადგანაც კარგად გრილოდა. ბუნება იყო ულამაზესი. მოვინახულეთ რამოდენიმე ციხესიმაგრე. ვიარეთ ტყის ბილიკებით უღრან ტყეში. მთაში შემოგვხვდა 12  მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი. 5საათი სეირნობის შემდეგ დავეშვით უკან თბილისში. copy1

A Ride Near the Turtle Lake in Tbilisi

წინა კვირას დილით ადრე 7საათზე კუს ტბაზე ავედით კლუბის წევრები. ამინდი იყო შესანიშნავი მთის ველო მოგზაურობისათვის. ვიარეთ გრილ ამინდში. კუსტბიდან ბილიკებით გადავედით მილის წყაროზე და დავეწაფეთ  მთიდან გამოსულ ყინულივით ცივ წყაროს. პატარა დასვენების და პიკნიკის შემდგომ დავეშვით ვიწრო ტყის ბილიკებით უკან თბილისში. მოგზსაურობა იყო საინტერესო და კარგადაც ვიხალისეთ. თუ მსურველები ბრძანდებით იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად საქართველოს მთიან რელიეფში და განიცადოთ ნამდვილი ექსტრემალური შეგრძნება, მაშინ შემოგვიერთდით იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და გახდით კლუბის წევრები. დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ საკონტაკტო ნომერზე. Georgia 2009 may (14)